ბრაზილიის პრეზიდენტობის კანდიდატის, ფლავიო ბოლსონარუს „ლიბერალურმა პარტიამ“ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტის, ლუის ინასიუ ლულა და სილვას გამარჯვება აღიარა,- ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
„ჩვენ ვაღიარებთ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს, თუმცა მიგვაჩნია, რომ წარმოქმნილ პრობლემებს დეტალური პასუხი უნდა გაეცეს“, – განაცხადა პარტიის ლიდერმა, ვალდემარ კოშტა ნეტომ.
მანამდე, ფლავიო ბოლსონარუმ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ განაცხადა, რომ ლულას გამარჯვების გაუქმებას მოითხოვდა, რადგან ქვეყნის უზენაესმა სასამართლომ ხმის მიცემის პროცესი ორი საათით გაახანგრძლივა.
ბრაზილიაში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით კომენტარი აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმაც გააკეთა.
„მე არცერთის მხარე არ დამიჭერია, მაგრამ ეს კიდევ ერთ გაყალბებულ არჩევნებს ჰგავდა. მიმაჩნია, რომ არჩევნები, კერძოდ კი ხმების დათვლა, ძალიან ცუდად ჩანდა. ხმის მიცემის ვადის გახანგრძლივება ძალიან უცნაური იყო“, – აღნიშნა ტრამპმა.

