აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ბრაზილიის საპრეზიდენტო არჩევნები, რომელშიც მემარცხენე პრეზიდენტმა, ლუის ინასიუ ლულა და სილვამ გაიმარჯვა, სავარაუდოდ გაყალბებული იყო – „როიტერი“

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ბრაზილიის საპრეზიდენტო არჩევნები, რომელშიც მემარცხენე პრეზიდენტმა, ლუის ინასიუ ლულა და სილვამ გაიმარჯვა, სავარაუდოდ გაყალბებული იყო. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

„მხარე არ დამიჭერია, მაგრამ ეს კიდევ ერთ გაყალბებულ არჩევნებს ჰგავდა. არჩევნების შედეგები ეჭვს არ უნდა იწვევდეს, ეს კი, ჩემი აზრით, ძალიან ცუდად გამოიყურებოდა“, – განაცხადა ტრამპმა.

ტრამპს საკუთარი ბრალდების დამადასტურებელი მტკიცებულებები არ წარმოუდგენია.

ცნობისთვის, ბრაზილიის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ლუის ინასიუ ლულა და სილვამ კონსერვატორი კონკურენტი ფლავიო ბოლსონარუ დაამარცხა. ოფიციალური შედეგების მიხედვით, ლულამ ხმების 52% მიიღო, ბოლსონარუმ კი – 48%.

იტვირთბა....