ახალი ამბები

პენიტენციური სამსახურის ახალ უფროსად რამაზ თათარაშვილი დაინიშნა

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ახალ უფროსად რამაზ თათარაშვილი დაინიშნა.

მანამდე, ცნობილი გახდა, რომ გიორგი პატარიძემ პენიტენციური სამსახურის უფროსის თანამდებობა დატოვა.

დღეს დილით გავრცელდა ცნობა, რომ იუსტიციის მინისტრს პროკურატურამ იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის, გიორგი პატარიძისთვის უფლებამოსილების შეჩერების რეკომენდაციით მიმართა.

იტვირთბა....