აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ბრაზილიაში დემოკრატიამ და მრავალმხრივობამ გაიმარჯვა – ურსულა ფონ დერ ლაიენი

ვულოცავ ჩემს მეგობარ ლუის ინასიუ ლულა და სილვას არჩევნებში გამარჯვებას, ბრაზილიაში დემოკრატიამ და მრავალმხრივობამ გაიმარჯვა, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელში წერს.

მისი განცხადებით, ევროპისა და ბრაზილიის პარტნიორობა წარმატებით ვითარდება.

“მომავალ წლებშიც თქვენ გვერდით ვიქნებით. ერთად გავაგრძელებთ მჭიდრო თანამშრომლობას თავისუფალი და ღია ვაჭრობის, წესებზე დაფუძნებული გლობალური წესრიგისა და კლიმატის მიმართულებით ამბიციური მიზნების მისაღწევად”, – აცხადებს ევროკომისიის პრეზიდენტი.

ლუის ინასიუ ლულა და სილვას არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, ანტონიო კოშტაც.

“ბრაზილიელმა ხალხმა თავისი სიტყვა თქვა. გილოცავთ ხელახლა არჩევას, პრეზიდენტო ლუის ინასიუ ლულა და სილვა! ევროკავშირი და ბრაზილია მტკიცე პარტნიორები არიან. გავაგრძელებთ ერთობლივ მუშაობას კავშირების გასაღრმავებლად, გლობალურ გამოწვევებთან გასამკლავებლად და უფრო მშვიდობიანი და აყვავებული მსოფლიოს შესაქმნელად”, – წერს კოშტა სოციალურ ქსელში.

იტვირთბა....