აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ყველას სახელით, მსურს, მადლობა გადავუხადო ჩვენს სამართალდამცველ ორგანოებს – რთული ვითარების მიუხედავად, მათი ძალისხმევით, სახელმწიფომ თავისი მოვალეობები შეასრულა – ემანუელ მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა, 24 ოქტომბრის აქციების შემდეგ, სამართალდამცველ ორგანოებს მადლობა გადაუხადა. ამის შესახებ პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა.

როგორც მაკრონი წერს, რთული ვითარების მიუხედავად, სამართალდამცავი ორგანოების ძალისხმევით, სახელმწიფომ თავისი მოვალეობები შეასრულა.

“ყველას სახელით, მსურს, მადლობა გადავუხადო ჩვენს სამართალდამცავ ორგანოებს, რომლებიც ამ კვირაში მობილიზებულნი იყვნენ, რათა ყველგან წესრიგი დაეცვათ. რთული ვითარების მიუხედავად, მათი ძალისხმევით, სახელმწიფომ თავისი მოვალეობები შეასრულა.

პარასკევს შევხვდი ლიცეუმების მოსწავლეთა პროფკავშირების წარმომადგენლებს და მოვისმინე ჩვენი ახალგაზრდების სამართლიანი მოთხოვნები. პრემიერ-მინისტრი და მინისტრები ამ დიალოგს ხვალიდან გააგრძელებენ და კონკრეტულ პასუხებს გასცემენ”, – წერს ემანუელ მაკრონი.

ცნობისთვის, 24 ოქტომბერს საფრანგეთის სხვადასხვა ქალაქში მასშტაბური აქციები გაიმართა. გასული ორი დღის განმავლობაში, საფრანგეთში აქციებზე დაკავებულთა რაოდენობამ 1 300-ს გადააჭარბა. სხვადასხვა მონაცემით, დემონსტრაციებში 800 000-მდე ადამიანი მონაწილეობდა.

იტვირთბა....