აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ენდი ბერნემი აცხადებს, რომ მზად არის, ევროკავშირთან თავისუფალი მიმოსვლის აღდგენის საკითხზე დისკუსიები განაახლოს

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი ენდი ბერნემი აცხადებს, რომ მზად არის, ევროკავშირთან თავისუფალი მიმოსვლის აღდგენის საკითხზე დისკუსიები განაახლოს. ამის შესახებ „პოლიტიკო“ წერს. აღსანიშნავია, რომ მომდევნო თვეში მხარეებს შორის ლიდერების სამიტია დაგეგმილი.

როგორც ენდი ბერნემი აცხადებს, ამ საკითხთან დაკავშირებით ხისტი პოზიციის დაკავებას არ იჩქარებს, რამდენადაც ქვეყნის მიერ, ევროკავშირის დატოვების შემდეგ, საიმიგრაციო ტენდენციები შეიცვალა.

„თავისუფალი მიმოსვლა ძალიან მნიშვნელოვან გამოწვევებთან არის დაკავშირებული. განახლებადი მიგრაცია როდესაც ხალხი შემოდის და გადის სხვაა. მიგრაციული ბალანსი შეიცვალა მას შემდეგ, ასე არაა? ვფიქრობ, ამ საკითხზე გულწრფელი დისკუსია უნდა ვაწარმოოთ“,- განაცხადა ბერნემმა.

თუმცა, დიდი ბრიტანეთის პრემიერი გამორიცხავს გაერთიანებული სამეფოს შენგენის ზონაში გაწევრიანებას.

იტვირთბა....