აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ბარსელონაში ავტობუსი გზიდან გადავარდა

ბარსელონაში ავტობუსი გზიდან გადავარდა – დაშავებულია 83 ადამიანი

ინფორმაციას ადგილობრივი საგანგებო სიტუაციების სამსახურის ავრცელებს. მათი ცნობით, ავტობუსი 20 მეტრის სიმაღლის კლდიდან გადავარდა. შემთხვევა 25 ოქტომბერს მოხდა. დაშავებულებიდან შვიდის მდგომარეობა მძიმეა. 18-ის – საშუალო სიმძიმის, ხოლო 58-ს მსუბუქი დაზიანებები აღენიშნება. ამჟამად მიმდინარეობს გამოძიება. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო 23 სასწრაფო დახმარების ბრიგადა და ორი სამედიცინო ვერტმფრენი, ასევე სამი გაერთიანებული სახანძრო-სამედიცინო ჯგუფი და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის სამი ჯგუფი.

იტვირთბა....