აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია გაერო-ს გენერალური მდივნის თანამდებობაზე უნგრეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შეერთებული შტატების, რუსეთისა და ჩინეთის ერთობლივ კანდიდატად წარადგენს.
ამის შესახებ „უოლ სთრით ჯორნალი“ სამი ქვეყნის წყაროებზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის ცნობით, ორბანის წარდგენა შესაძლოა, კონგრესის შუალედური არჩევნების შემდეგ მოხდეს.
წყაროების ინფორმაციით, შეერთებულმა შტატებმა ორბანი არჩევნებში მონაწილეობისკენ წაახალისა და ეს იდეა ჯერ მას შესთავაზა.
„რუსეთი და ჩინეთი ამას მხარს უჭერენ ვაშინგტონთან წინა მოლაპარაკებების საფუძველზე და მათი გეგმაა, ბატონი ორბანი მათი ერთობლივი კანდიდატი გახდეს. როდესაც შეერთებულ შტატებს, რუსეთს და ჩინეთს გაერო-ს უშიშროების საბჭოში ერთი და იგივე სურთ, ისინი, როგორც წესი, ამას იღებენ“, – წერს გამოცემა.
„უოლ სთრით ჯორნალის“ ცნობით, გაერო-ს გენერალური მდივნის პოსტის დაკავებით თავად ორბანიც დაინტერესებულია, თუმცა არსებობს ეჭვი, შეძლებს თუ არა საჭირო რაოდენობის ხმების მოპოვებას.
ანტონიო გუტერეშის უფლებამოსილების ვადა, რომელიც გაერო-ს 2017 წლიდან ხელმძღვანელობს, 2026 წლის 31 დეკემბერს იწურება.

