ევროკომისარი გაფართოების საკითხებში მარტა კოსი სერბებს მიმართავს
“ძვირფასო სერბეთო, თქვენი ხმა ყველას გააგონეთ!
დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მოთხოვნით თითქმის ორწლიანი საპროტესტო გამოსვლების შემდეგ, სერბეთის მოქალაქეები არჩევნებზე ისტორიულად მაღალი აქტივობით მივიდნენ.
სტუდენტურ სიას გამარჯვებას ვულოცავ!
სწორედ ეს ღირებულებები უდევს საფუძვლად ჩვენს ევროკავშირს.
სერბეთისთვის ახალი ეტაპი შეიძლება დაიწყოს. ევროკავშირის კარი ღიაა და ჩვენ მზად ვართ, ერთად გავაგრძელოთ წინსვლა.”- ნათქვამია განცხადებაში

