აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

უკრაინელებმა ვორონეჟში საავიაციო ქარხანა და ჩრდილოეთის ხიდი დაბომბეს

უკრაინელებმა ვორონეჟში საავიაციო ქარხანა და ჩრდილოეთის ხიდი დაბომბეს – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ჩრდილოეთის ხიდი ვორონეჟის წყალსაცავზე გადაჭიმული ორდონიანი საავტომობილო და ყოფილი სატრამვაიო ხიდია (სიგრძე დაახლოებით 1.8 კმ), რომელიც ქალაქის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებს აკავშირებს და სტრატეგიულ სატრანსპორტო არტერიას წარმოადგენს.

ВАСO არის რუსული საავიაციო მრეწველობის მსხვილი საწარმო, რომელიც შედის სააქციო საზოგადოება „ილ“-ის (ПАО «Ил») სტრუქტურაში, გაერთიანებული საავიაციო კორპორაციის შემადგენლობაში. საწარმო სპეციალიზებულია საავიაციო ტექნიკისა და კომპონენტების წარმოებაზე. კერძოდ, ის მონაწილეობს შორსმაგისტრალური ფართოფიუზელაჟიანი თვითმფრინავების, „ილ-96“-ის პროგრამაში, აგრეთვე სხვა ტიპის საჰაერო ხომალდების ცალკეული კომპონენტების დამზადებაში. ВАСO-ს სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს რუსული საავიაციო-სამშენებლო დარგისთვის.

იტვირთბა....