აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ნორვეგია ნაგავ ქვეყნად იქცა – ნობელის პრემია არ მომანიჭეს, ამიტომ, ნორვეგიიდან არავინ მინდა – დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ნორვეგია “ნაგავ ქვეყნად იქცა” და რომ ნორვეგიელი ემიგრანტები შეერთებულ შტატებში არასასურველი სტუმრები არიან, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტმა ამის მიზეზად ის დაასახელა, რომ ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში განთავსებულმა ნობელის კომიტეტმა მას მშვიდობის დარგში პრემია არ მიანიჭა.

ტრამპის თქმით, ის მიესალმება მიგრანტებს ზოგიერთი ქვეყნიდან, თუმცა არა ნორვეგიიდან.

„რადგან ნობელის პრემია არ მომანიჭეს… ამიტომ, ნორვეგიიდან არავინ მინდა.

სინამდვილეში, ნორვეგია ნაგავ ქვეყნად იქცა“, – განაცხადა ტრამპმა.

Reuters-ი წერს, რომ მას ეს ტერმინი მანამდე ჰაიტის, ლიბიის, სომალისა და იემენის მიმართაც აქვს გამოყენებული.

იტვირთბა....