პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში პოლიციამ აქციის მონაწილეების კარვები დაშალა. აქციაზე საბინაო კრიზისსა და გაძვირებულ საცხოვრებელ ხარჯებს აპროტესტებდნენ. ინფორმაციას გამოცემა „როიტერი“ ავრცელებს. შემთხვევის შედეგად დაშავდა აქციის რამდენიმე მონაწილე. სამართალდამცავებმა კი პროტესტანტების ნაწილი დააკავეს.
„ჩვენ ვალდებული ვართ, ვიბრძოლოთ იმისთვის, რისიც გვწამს“, – აღნიშნავს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.
„როიტერის“ ინფორმაციით, ათობით სამართალდამცავი როსიოს მოედანზე 25 ოქტომბრის ღამის 02:00 საათზე მივიდა. მათ აქციის მონაწილეებს კარვების აღებისკენ მოუწოდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი აქციის დაშლით დაემუქრნენ.
ცნობისთვის, აქციის მონაწილეებმა როსიოს მოედანზე 100-ზე მეტი კარავი შაბათის აქციის შემდეგ გაშალეს.

