აქტუალური თემა ახალი ამბები მსოფლიო

საფრანგეთში ანტისამთავრობო პროტესტის ახალი ტალღა დაიწყო

საფრანგეთში ანტისამთავრობო პროტესტის ახალი ტალღა დაიწყო. ცხოვრების გაძვირების, სოციალური უთანასწორობისა და საჯარო მომსახურების პრობლემების წინააღმდეგ ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში ასობით ათასი ადამიანი გამოვიდა.

24 ოქტომბერს გამართული დემონსტრაციების გამო საფრანგეთის ხელისუფლებამ უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები მიიღო. ქვეყნის მასშტაბით 70 ათასი პოლიციელი და ჟანდარმი იყო მობილიზებული. გარკვეულ რაიონებში შეკრებები აიკრძალა, რამდენიმე ქალაქში კი საპროტესტო მსვლელობებისთვის შეზღუდვები დაწესდა.

საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, აქციებში 410 ათასი ადამიანი მონაწილეობდა, პროფკავშირების განცხადებით კი, დემონსტრანტების რაოდენობამ 800 ათასს მიაღწია.

მიუხედავად იმისა, რომ საპროტესტო მსვლელობების უმრავლესობამ მშვიდობიანად ჩაიარა, პარიზში, მარსელსა და რამდენიმე სხვა ქალაქში დემონსტრანტების ნაწილსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკებები მოხდა. პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა.

შინაგან საქმეთა მინისტრის, ლორან ნუნიესის განცხადებით, დღის პირველ ნახევარში 135 ადამიანი დააკავეს, ხოლო საღამოსთვის დაკავებულთა რაოდენობა დაახლოებით ათასამდე გაიზარდა.

საპროტესტო გამოსვლები საფრანგეთში გასულ კვირას განვითარებულ მასშტაბურ არეულობას მოჰყვა, რომლის დროსაც დაზიანდა საჯარო შენობები და სავაჭრო ობიექტები.

იტვირთბა....