იორდანიაში ეკლესიაზე შეიარაღებული თავდასხმის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა და 34 დაშავდა.
ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, თავდასხმა ჰამუდის ეკლესიაში დაკრძალვის ცერემონიის დროს მოხდა.
თავდამსხმელები ამ დროისთვის დაკავებულები არ არიან. ხელისუფლება მომხდარს ტერორისტულ აქტად აფასებს.
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის აუღია.

