აქტუალური თემა ახალი ამბები მსოფლიო

რუსეთში მატარებლისა და ავტობუსის შეჯახების შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა

რუსეთში მატარებლისა და ავტობუსის შეჯახების შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა, ხოლინფორმაციას გამოცემა „როიტერი“ ავრცელებს.

ადგილობრივი რკინიგზის ცნობით, მიკროავტობუსმა გამაფრთხილებელი სიგნალის მიუხედავად ლიანდაგების გადაკვეთა სცადა, რა დროსაც მას მატარებელი დაეჯახა.

მედია რეგიონულ პროკურატურაზე დაყრდნობით წერს, რომ მიკროავტობუსში მყოფი ყველა მგზავრი სხვა ქვეყნის მოქალაქე იყო, თუმცა ეროვნებებთან დაკავშირებით კონკრეტულ ინფორმაციას არ ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, მატარებელში მყოფი მგზავრები და ეკიპაჟის წევრები არ დაშავებულან.

იტვირთბა....