ვოლოდიმირ ზელენსკი ფიქრობს, რომ დონალდ ტრამპი ვლადიმერ პუტინთან “დაახლოებას ცდილობს” – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა.
„ვფიქრობ, მათ საკმაოდ კარგი ურთიერთობა აქვთ, დიახ. არ ვიცი, სწორია ეს თუ არა, რადგან პუტინთან მეგობრობა თუ არმეგობრობა მისი პირადი გადაწყვეტილებაა“, -აღნიშნა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ბოლო სამი თვის განმავლობაში უკრაინამ აშშ-ისგან „პატრიოტის“ (Patriot) სისტემის მხოლოდ 24 რაკეტა მიიღო, მაშინ როცა მას გაცილებით მეტი სჭირდება.
ზელენსკიმ ასევე უპასუხა კითხვას – “შეურაცხყოფილად გრძნობს თუ არა თავს აშშ-ის მხრიდან ბრალდებების გამო, რომ საკმარისად მადლიერი არ არის”.
„რა თქმა უნდა, მე ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, უბრალო ადამიანი ვარ, შესაძლოა, პუტინის მსგავსი დიდი ჰუმანისტი არ ვარ, მაგრამ ძალას არ ვიშურებ“,- განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

