აქტუალური თემა ახალი ამბები მსოფლიო პოლიტიკა

კიმ ჩენ ინი ოფიციალური ვიზიტით ჩინეთში ჩავიდა

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი ოფიციალური ვიზიტით ჩინეთში ჩავიდა და ქალაქ დანდუნს ეწვია.

კიმ ჩენ ინი დანდუნში მდინარე იალუძიანზე ახლად აგებული ხიდით გადავიდა, რომელიც ჩრდილოეთ კორეასა და ჩინეთს აკავშირებს.

ეს მისი პირველი ვიზიტია მეზობელ ქვეყანაში ბოლო ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში.

ვიზიტის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ის იმ დროს ხორციელდება, როდესაც პეკინი და ფხენიანი, ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ დაწესებული მკაცრი საერთაშორისო სანქციების მიუხედავად, ეკონომიკურ და სტრატეგიულ კავშირებს აღრმავებენ.

ვიზიტის ფარგლებში კიმ ჩენ ინი ჩინეთის სახალხო პოლიტიკური საკონსულტაციო კონფერენციის თავმჯდომარეს, ვანგ ჰიუნინგს შეხვდა.

იტვირთბა....