საფრანგეთის იველინის პრეფექტურის ქალაქ ტრაპში მამაკაცმა ცეცხლი გახსნა, რასაც ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ოთხი კი დაშავდა. ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს.
ფრანგული მედიის თანახმად, სროლა ქალაქის ქუჩაში მოხდა. პოლიციამ მამაკაცი სწრაფად დააკავა. ინციდენტი დაახლოებით დილის 10:30 საათზე მოხდა. ადგილზე მობილიზებულია გადაუდებელი დახმარების სამსახურები, ვითარება კი „ჯერჯერობით არ დასტაბილურებულა“.
უსაფრთხოების ძალებისა და სასამართლო ხელისუფლების ყველა რესურსი სრულად მობილიზებულია.
ეროვნულმა ანტიტერორისტულმა პროკურატურამ განაცხადა, რომ აკვირდება სიტუაციას.
„შესაბამისი ორგანოები დამატებით ინფორმაციას დროულად გაავრცელებენ“, – განაცხადა საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა, სებასტიან ლეკორნუმ.

