იაპონიის აეროპორტში უკრაინულ თვითმფრინავს ან-124 – რუსლანი ცეცხლი გაუჩნდა
ინციდენტი ლაინერის დაჯდომისას მოხდა. ამ დროისთვის უცნობია, რა ტვირთი გადაჰქონდა მას და რამ გამოიწვია ინციდენტი. არ გავრცელებულა ინფორმაცია არც დაზიანების მასშტაბის შესახებ. მანამდე, მიმდინარე წლის აგვისტოში, ლაიფციგის აეროპორტში უკრაინულ ლაინერ “რუსლანის” გვერდით იპოვეს დრონი ასაფეთქებელი ნივთიერებითა და დეტონატორით. მაშინ თვითმფრინავი საბრძოლო მასალით იყო დატვირთული – გერმანიამ ინციდენტზე პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისრა

