კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ) წევრი სახელმწიფოების მეთაურებმა სომხეთის წევრობის შესახებ გადაწყვეტილება, შესაძლოა, 11 ნოემბერს, კოლექტიური უსაფრთხოების საბჭოს მომავალ სხდომაზე მიიღონ, – რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ტაალატბეკ მასადიკოვმა განაცხადა.
„თუ ამ საკითხს კოლექტიური უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე წარადგენენ, ეს შეიძლება მოხდეს“, – განაცხადა გენერალურმა მდივანმა ორგანიზაციიდან ერევნის შესაძლო გასვლასთნ დაკავშირებით საუბრისაას.
ОДКБ-ის კოლექტიური უსაფრთხოების საბჭოს მორიგი სხდომა 11 ნოემბერს მოსკოვში გაიმართება.
ცნობისთვის, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა აგვისტოში, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ სომხეთი არ გეგმავს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში დაბრუნებას მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში და მოხარული იქნება, თუ ორგანიზაციიდან გარიცხავენ.

