აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ სატელეფონო საუბარი გამართა ნატოს გენერალურ მდივანთან მარკ რუტესთან, რა დროსაც მხარეებმა შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხები განიხილეს. ინფორმაციას სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.
გარდა ამისა, სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, რუბიო და რუტემ რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების გზებზეც იმსჯელეს.
საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა დეკემბერში გასამართი ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაც იყო.

