აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

პუტინი სხვა ადამიანების სიცოცხლით თამაშობს და ომის შეწყვეტა არ სურს – ვოლოდიმირ ზელენსკი

ჩემი დამოკიდებულება პუტინის მიმართ სრულიად ნათელია. მიმაჩნია, რომ თუ სანქციებს გავაუქმებთ, მას გავაძლიერებთ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ CNN-თან ინტერვიუში განაცხადა.

ზელენსკი ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში გამართულ შეხვედრას ნაყოფიერს უწოდებს, თუმცა, მაინც არ სჯერა, რომ პუტინს მშვიდობის მიღწევა სურს.

„პუტინი თამაშობს, იცით, ის მოთამაშეა. სამწუხაროა, რადგან ის სხვა ადამიანების სიცოცხლით თამაშობს და, რა თქმა უნდა, არ სურს ომის შეწყვეტა. ამიტომ, ჩვენი პარტნიორებისგან იმას ვითხოვთ, რომ მას გაძლიერებისა და ჩვენი გატეხვის შესაძლებლობა არ მისცენ”, – აღნიშნა ზელენსკიმ.

იტვირთბა....