ახალი ამბები მთავარი

ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის დაკავებული ცხრა ადამიანი გაათავისუფლეს

საჩხერის რაიონის სოფელ კორბოულის ცხრა მკვიდრი, რომლების რუსმა სამხედროებმა ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის დააკავეს, გათავისუფლებულები არიან.

დაკავაბულების ოჯახის წევრებმა დღეს ჯარიმის თანხა ორი ათასი რუბლი გადაიხადეს. ცხრავე მათგანი ცხინვალის იზოლატორში იყო მოთავსებული.

რუსმა სამხედროებმა ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის ცხრა ადამიანი საჩხერის რაიონის სოფელ ოტრიასთან 12 მაისს დააკავეს. ისინი საჩხერის რაიონის სოფელ კორბოულში ცხოვრობენ, ცხრავე მათგანი ოტრიაში ჯონჯოლის დასაკრეფად იყვნენ წასული.

იტვირთბა....