უკრაინამ 252 სამხედრო მოსამსახურის ცხედარი დაიბრუნა | ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს და წერს, რომ სამართალდამცავები შინაგან საქმეთა სამინისტროს ექსპერტულ დაწესებულებებთან ერთად ჩაატარებენ ყველა საჭირო ექსპერტიზას და ცხედრებს ამოიცნობენ. მათივე ცნობით, შტაბმა ასევე მადლობა გადაუხადა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს გაწეული დახმარებისა და მხარდაჭერისთვის

