რუსებმა ხარკოვის ოლქში ბაზარს დაარტყეს, დაიღუპა 2 ადამიანი და 17 დაშავდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა იერიში ქალაქ ლოზოვაში მდებარე ბაზარზე მიიტანეს.
ხარკოვის საოლქო-სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლეგ სინეგუბოვმა განაცხადა, რომ რუსების დარტყმის ადგილზე სამედიცინო პერსონალი და სამართალდამცავი ორგანოები მუშაობენ.
„ექიმები დახმარებას ყველას უწევენ“, – აღნიშნა სინეგუბოვმა.

