საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ელისეის სასახლეში უშიშროების საბჭოს სხდომას მართავს.
ფრანგული მედიის ცნობით, მაკრონმა ყველა სადაზვერვო სამსახური დაიბარა და 17 ოქტომბერს საპროტესტო აქციების მასშტაბის არასწორად პროგნოზირებაში მათგან განამარტება მოითხოვა.
ამასთან, შეხვედრის დროს საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ლორან ნუნიესი 24 ოქტომბერს, მასობრივი საპროტესტო აქციების განახლების წინ, უსაფრთხოების გეგმის წარდგენას გეგმავს.
მედიის ცნობით, პრემიერ-მინისტრი სებასტიან ლეკორნუ დღეს პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან შეხვედრას გეგმავს.
ულტრამემარცხენე და ულტრამემარჯვენე ძალების წარმომადგენლებმა უკვე განაცხადეს, რომ შეხვედრას არ დაესწრებიან.

