აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

აზერბაიჯანის უსაფრთხოების, კონსტიტუციური სტრუქტურის და ხელმძღვანელობის წინააღმდეგ გამოთქმული მოსაზრებების გამო, აზერბაიჯანმა თურქეთის 31 მოქალაქეს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა

აზერბაიჯანის უსაფრთხოების, კონსტიტუციური სტრუქტურის და ხელმძღვანელობის წინააღმდეგ გამოთქმული მოსაზრებების გამო, აზერბაიჯანმა თურქეთის 31 მოქალაქეს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა.

ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

განცხადების თანახმად, აღნიშნულ პირებს შეზღუდვები დაუწესდათ სხვადასხვა სოციალური ქსელებისა და ინტერნეტ პლატფორმების მეშვეობით გაკეთებული განცხადებების გათვალისწინებით, რომლებიც მიმართულია აზერბაიჯანის რესპუბლიკის სუვერენიტეტის, ეროვნული უსაფრთხოების, კონსტიტუციური სტრუქტურის, ხალხისა და ხელმძღვანელობის წინააღმდეგ და მიზნად ისახავს ხელისუფლების იძულებით შეცვლას, ასევე ძალადობის, რელიგიური სიძულვილისა და მტრობის წაქეზებას რელიგიური რადიკალიზმის საფუძველზე. ეს ნაბიჯი ორ ქვეყანას შორის ჰიჯაბის აკრძალვის გამო არსებული დავის კიდევ უფრო გამწვავებაზე მიუთითებს.

აზერბაიჯანის ხელისუფლების მიერ არასასურველ პირებად არიან მიჩნეული ცნობილი პოლიტიკური ფიგურები, ჟურნალისტები და აკადემიური წრეების წარმომადგენლები; მათ შორისაა ულტრაკონსერვატიული პარტია „ახალი კეთილდღეობის“ თავმჯდომარე ფათიჰ ერბაქანი, რომელმაც აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი გააკრიტიკა.

„ბაქოში სიონისტი მკვლელი ჰერცოგის მასპინძლობის შემდეგ, თქვენ დაბრმავდით თქვენი ნამდვილი მეგობრებისთვის“, – დაწერა ერბაქანმა სოციალურ ქსელში.

ისრაელის პრეზიდენტი ისააკ ჰერცოგი აზერბაიჯანს გასულ კვირაში სტუმრობდა.

იტვირთბა....