რუსეთი და აშშ-ი შეთანხმდნენ დიალოგის გაგრძელებაზე, ეს არის გუშინდელი შეხვედრის მთავარი გადაწყვეტილება სანქტ-პეტერბურგში, – ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა უცხო ქვეყნებთან ინვესტიციებისა და ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებში და რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის ხელმძღვანელმა, კირილ დმიტრიევმა განაცხადა.
მისი თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანი კომუნიკაციის გაგრძელებაა.
„გუშინ ჩვენ რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მივიღეთ და ყველაზე მნიშვნელოვანი კომუნიკაციის გაგრძელებაა, განსაკუთრებით უკრაინასა და რუსეთს შორის კონფლიქტთან დაკავშირებით“, – აღნიშნა დმიტრიევმა.
კირილ დმიტრიევის თქმით, ევროპა ამჟამად ღრმა ენერგეტიკულ კრიზისშია.

