აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ირანის „რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ აცხადებს, რომ სპარსეთის ყურეში იერიში მიიტანა ტანკერებზე, რომლებიც ნავთობის გატანას ცდილობდნენ

ირანის „რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ აცხადებს, რომ სპარსეთის ყურეში ოთხ ტანკერზე მიიტანა იერიში, რომლებიც ნავთობის გატანას ცდილობდნენ.

განცხადების თანახმად, ადრეული გაფრთხილების მიუხედავად, ტანკერებმა წინასწარ განსაზღვრული საზღვაო მარშრუტი დაარღვიეს.

ირანში აცხადებენ, რომ გემებიდან სხვა გემებზე ცდილობდნენ ნავთობის გადატვირთვას, რა დროსაც მათზე თავდასხმა მოხდა და ტანკერებს ცეცხლი გაუჩნდათ.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ 21 ოქტომბრის ღამით, ჰორმუზის სრუტის დასავლეთით, კიდევ სამი გემი ნაღმებს შეეჯახა და ხანძარი გაჩნდა.

„ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ საზღვაო ძალებმა საზღვაო ინციდენტების გახშირებაში დაადანაშაულა აშშ, რომელიც, მათი მტკიცებით, გემებს უბიძგებს, გაიარონ უკანონოდ გამოყოფილი, დანაღმული დერეფანი.

იტვირთბა....