აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

რომის პაპს ფილტვის კიბოს ოპერაციის შემდეგ დამატებითი მკურნალობა არ სჭირდება – BBC

რომის პაპს ფილტვის კიბოს ოპერაციის შემდეგ დამატებითი მკურნალობა არ სჭირდება

ინფორმაციას BBC ექიმების განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს. ვატიკანის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ოპერაციის დროს ამოკვეთილი ქსოვილის ტესტის შედეგებმა დაადასტურა, რომ მას, თავდაპირველი დიაგნოზის მსგავსად, ფილტვის ადენოკარცინომა ჰქონდა და დაავადება ლოკალიზებული იყო.

“შემდგომმა ონკოლოგიურმა შეფასებამ დაადასტურა, რომ დამატებითი მკურნალობა საჭირო არ არის“ – ნათქვამია განცხადებაში.

რომის პაპს ფილტვის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. 14 ოქტომბერს მარჯვენა ფილტვის ქვედა წილის ამოსაკვეთად ჩატარებულმა ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა. მას 90-წუთიანი ოპერაცია ჩაუტარდა. კვანძი პირველად იმ შემოწმებისას აღმოაჩინეს, რომელსაც ვატიკანი „გეგმურ პროცედურას“ უწოდებს. 17 ოქტომბერს ლეონ XIV ჯემელის საავადმყოფოდან გაწერეს.

იტვირთბა....