აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი ჯარედ კუშნერი აცხადებს, რომ ბოლო ორი დღის განმავლობაში უკრაინაში ომის დასრულების შესახებ გამართულ მოლაპარაკებებზე მხარეებმა მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს.
მისივე თქმით, სამუშაო ჯერ კიდევ ბევრია.
„ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში იმედის მომცემი პროგრესი გვაქვს. მე და სტივ უიტკოფი მადლიერებას გამოვხატავთ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ლიდერობისთვის და ჩვენი უკრაინელი, ევროპელი და რუსი კოლეგების კონსტრუქციული ჩართულობისთვის. ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა გასაკეთებელი, მაგრამ ჩვენ გვაქვს რეალური შესაძლებლობა, გადავუხვიოთ ამ ომს და შევქმნათ ჩარჩო მომავალი თაობების მდგრადი მშვიდობის, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის“,- წერს კუშნერი.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი ნორვეგიაში იმყოფებოდა, სადაც ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა, შემდეგ კი რუსეთში გაემგზავრა და ვლადიმერ პუტინთან გამართა შეხვედრა.

