რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელ სტივ უიტკოფთან მოლაპარაკების შემდეგ ჩინეთის პრემიერ-მინისტრ ლი ციანს შეხვდა.
რუსული მედიის ინფორმაციით, შეხვედრა 21 ოქტომბერს სანქტ-პეტერბურგში გაიმართა.
შეხვედრის დასაწყისში ვლადიმერ პუტინმა ლი ციანს ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინისთვის მოკითხვის გადაცემა სთხოვა.
მანამდე, 21 ოქტომბერს, რუსეთის პრეზიდენტმა მოლაპარაკება გამართა აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელ სტივ უიტკოფთან.
გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შესაძლო გზები განიხილეს.

