რუსეთში Su-30SM ტიპის სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა.
ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს და წერს, რომ პილოტებმა თვითმფრინავიდან კატაპულტირება მოახერხეს. მათივე ცნობით, თვითმფრინავი ქალაქ ჩერნიახოვსკთან ახლოს, ტიმოფეევკასა და ზელენი ბორს შორის არსებულ ტერიტორიაზე ჩამოვარდა. გამოცემა წერს, რომ პილოტები დაზიანებების გამო სამხედრო საავადმყოფოში გადაიყვანეს.

