ახალი ამბები მსოფლიო

“დონალდ ტრამპისთვის უკრაინის კონფლიქტის დასრულება ადამიანური დანაკარგების შესაჩერებლად არის მნიშვნელოვანი”- ვლადიმერ პუტინი

დონალდ ტრამპისთვის უკრაინის კონფლიქტის დასრულება ადამიანური დანაკარგების შესაჩერებლად არის მნიშვნელოვანი, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სანქტ-პეტერბურგში, აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელთან სტივ უიტკოფთან შეხვედრაზე განაცხადა.

„საუბრებში, მათ შორის ბოლო სატელეფონო საუბარში, მან [ტრამპი] ხაზი გაუსვა იმას, რომ აუცილებელია ამ კონფლიქტის დასრულება, პირველ რიგში, ორივე მხრიდან პერსონალის დანაკარგების გათვალისწინებით“, – განაცხადა პუტინმა.

პუტინმა უიტკოფსა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს „უკრაინის კრიზისის მოგვარების მიმართ გამოჩენილი ყურადღებისთვის“ მადლობა გადაუხადა.

ასევე, პუტინის თქმით, რუსეთი აშშ-თან ეკონომიკური პროექტების განსახილველად მზად არის და აღნიშნა, რომ დიზელის გარიგების შედეგად, გლობალურ ბაზარზე ფასები 5-6%-ით დაეცა.

სტივ უიტკოფმა დიზელის გარიგებისთვის ვლადიმერ პუტინს დონალდ ტრამპის სახელით მადლობა გადაუხადა.

იტვირთბა....