ახალი ამბები მსოფლიო

“კიევის მხრიდან ვინმეს მონაწილეობის გარეშე უკრაინის პრობლემის სრულად მოგვარება შეუძლებელია”- დიმიტრი პესკოვი

კიევის მონაწილეობის გარეშე უკრაინის კონფლიქტის მოგვარება შეუძლებელია, – ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„კიევის მხრიდან ვინმეს მონაწილეობის გარეშე უკრაინის პრობლემის სრულად მოგვარება შეუძლებელია. ამიტომ, რა თქმა უნდა, კიევში საპასუხისმგებლო გადაწყვეტილება ვინმემ უნდა მიიღოს. ეს აუცილებელია“, – განაცხადა პესკოვმა.

მისი თქმით, უკრაინასთან შესაძლო ენერგეტიკული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რუსეთის პოზიცია არ შეცვლილა.

„არაფერი შეცვლილა. ჩვენ მშვიდობა გვჭირდება და არა ცეცხლის შეწყვეტა“, – აღნიშნა კრემლის პრესსპიკერმა.

იტვირთბა....