აქტუალური თემა ახალი ამბები მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ნორვეგიის მეფეს შეხვდება

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ნორვეგიის მეფეს შეხვდება, – ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

ვოლოდიმირ ზელენსკი ოსლოში ჩავიდა, სადაც აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლებისა და ევროპელი ლიდერების მონაწილეობით ომის დასრულების საკითხზე მოლაპარაკებებში მიიღებს მონაწილეობას.

ზელენსკისა და დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის სტივ უიტკოფის შეხვედრას ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი იონას გარ სტორე და ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდრ სტუბიც დაესწრებიან. მოლაპარაკებებს ტრამპის კიდევ ერთი წარმომადგენელი, ჯარედ კუშნერი დისტანციურად შეუერთდება.

ოსლოში ვიზიტის ფარგლებში ვოლოდიმირ ზელენსკი ნორვეგიის ახალ მეფეს, ჰოკონ VIII-ს შეხვდება.

იტვირთბა....