აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების მიწოდებას აყოვნებს – The Washington Post

დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების მიწოდებას აყოვნებს, – ინფორმაციას გამოცემა The Washington Post-ი ავრცელებს.

The Washington Post-ის ინფორმაციით, აშშ-ის თავდაცვის მდივან პიტ ჰეგსეთს უკრაინისთვის Patriot-ის სისტემის რაკეტების მიწოდება არ დაუმტკიცებია.

„ჰაერსაწინააღმდეგო რაკეტების მცირე ნაწილი უკრაინის მეგობარი ქვეყნებიდან იგზავნება, რაც თავდაცვის მდივნის, პიტ ჰეგსეთის ნებართვას მოითხოვს“, – განუცხადა გამოცემას ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა.

როგორც გამოცემა წერს, მესამე ქვეყნების მიერ უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების გადაცემა აშშ-ის ოფიციალურ დადასტურებას მოითხოვს, რადგან აშშ იარაღის მწარმოებელია.

ოფიციალური პირების განცხადებით, ჰეგსეთს გადაცემის მოთხოვნაზე ოფიციალურად უარი არ უთქვამს, თუმცა ნებართვის დამტკიცებისთვის საჭირო ნაბიჯები არ გადაუდგამს.

„ჰეგსეთი უკრაინისთვის აშშ-ის გარკვეული დახმარების დამტკიცებას განაგრძობს“, – აღნიშნეს ამერიკელმა მაღალჩინოსნებმა გამოცემასთან საუბარში.

იტვირთბა....