ახალი ამბები მსოფლიო

რუსეთმა კიევის ოლქს დაარტყა – არის მსხვერპლი

რუსეთის საჰაერო შეტევის შედეგად, კიევის ოლქში 3 ადამიანი დაიღუპა და 6 დაშავდა – ინფორმაცია უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურმა დაადასტურა.

უკრაინული მხარის ცნობით, გასულ ღამით დარტყმა იყო საწარმოო-სასაწყობე შენობაზე, რომელსაც ხანძარი გაუჩნდა. ობიექტი კიევის ოლქის ობუხოვის რაიონში მდებარეობს.

მანამდე კიევის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ტიმურ ტკაჩენკო ტელეგრამ-არხზე წერდა, რომ ობუხოვის რაიონზე დრონებით შეტევაა.

იტვირთბა....