აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

პოლონეთში ჯაშუშობის ბრალდებით პოლონეთისა და უკრაინის ორმაგი მოქალაქე დააკავეს

პოლონეთში ჯაშუშობის ბრალდებით პოლონეთისა და უკრაინის ორმაგი მოქალაქე დააკავეს, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

პოლონეთის სამხედრო პოლიციამ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი პირი მაშინ დააკავა, როდესაც ის ქალაქ ლოძის სამხედრო სამედიცინო აკადემიაში რეზერვისტთა მომზადების კურსს გადიოდა.

დაკავებული პოლონეთისა და უკრაინის ორმაგი მოქალაქეა.

გამოცემა Rzeczpospolita-ს ცნობით, ეჭვმიტანილს დაკავებისას მობილური ტელეფონები, დოკუმენტები, დიდი ოდენობით ფული და ოქრო აღმოაჩნდა.

„აღნიშნულმა პირმა პოლონეთის მოქალაქეობა გარკვეული ხნის წინ მიიღო, რის გამოც ყველა შესაბამისმა სამსახურმა ზუსტად ისე იმოქმედა, როგორც საჭირო იყო“, – განაცხადა პოლონეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ცეზარ ტომჩიკმა.

იტვირთბა....