უკრაინელებმა ბრიანსკში რუსული რადიოლოკაციური სადგური, დონეცკში კი საბრძოლო მასალის საწყობი დაბომბეს .
ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის ძალები ავრცელებს. თავდასხმები 18 და 19 ოქტომბერს განხორციელდა.
გარდა ამისა, ლიმანის რაიონში უკრაინელებმა დაბომბეს რუსული არტილერიის საცეცხლე პოზიცია და უპილოტო საფრენი აპარატების განლაგების ადგილი. დონეცკში დაიბომბა საბრძოლო მასალის საწყობები

