საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის, სებასტიან ლეკორნუს განცხადებით, თუ ქვეყანაში არეულობა გაგრძელდება, შესაძლოა, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდეს.
თუმცა, ამ ეტაპზე, პრიორიტეტი კომენდანტის საათის დაწესებას ენიჭება.
„მე მტკიცედ ვაპირებ წესრიგის აღდგენას. საგანგებო მდგომარეობა ძალიან სერიოზული ზომაა, მათ შორის, მისი აღსრულების თვალსაზრისით. ასე, რომ თუ აუცილებელი გახდება, ჩვენს შეგვიძლია მისი დაწესება. თუმცა, არსებული მდგომარეობით, კომენდანტის საათი და მისი რეალიზაცია უფრო შესაფერისი ზომაა“, – განაცხადა ლეკორნუმ.

