შავი ზღვის პორტები დაკეტილია – სექტემბრის ბოლოდან ხორბლის გადაზიდვა არ მომხდარა. ამის შესახებ რუსული მედია წერს.
კერძოდ, სექტემბრის ბოლოდან ნოვოროსიისკის პორტიდან ხორბლის გადაზიდვები მთლიანად შეჩერდა. ასევე, დონის-როსტოვზე რკინიგზის დატვირთვა შეწყვიტილია და ბოლო ათი დღის განმავლობაში ხორბლის გადაზიდვა წინა 309 000 ტონიდან 5 000 ტონამდე დაეცა.
“ზერნო-ონლაინ” წერს, რომ “შავი ზღვის ექსპორტის შეჩერება კასკადურია და სამი თვეა, გრძელდება.” კერძოდ, 10 ივლისს აზოვის ზღვაში საპორტო ინფრასტრუქტურაზე უკრაინული თავდასხმების შემდეგ გადაზიდვები შეფერხდა, ხოლო 28 აგვისტოს როსტოვის ოლქში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
შექმნილი მდგომარეობის მთავარი ინდიკატორი ომის რისკის სადაზღვევო პრემიების 10-16-ჯერ გაზრდაა. IFCHOR Galbraiths-ის მონაცემებით, პრემიები გარკვეულ პორტებში გემებისა და ტვირთის ღირებულების 0.2-0.3%-დან 3-7.5%-მდე გაიზარდა. ეს არის ფასი, რომლის დროსაც გარიგება ეკონომიკურად არასიცოცხლისუნარიანი ხდება.
ფასების ინდექსების ცენტრმა ნულოვანი ლიკვიდურობის გამო შავი ზღვის რეგიონის საფრახტო ინდექსების გამოქვეყნება შეაჩერა. ნოვოროსიისკი-ხმელთაშუა ზღვის ტვირთების ოქტომბრის მონაცემები არ ქვეყნდება.
ცენტის მონაცემებით, ერთი კონტეინერის ტრანსპორტირების ღირებულება წინა 270 000-დან 425 000 რუბლამდე (3,240-დან 5000 დოლარამდე) გაიზარდა, რაც 57.4%-იან ზრდას წარმოადგენს.
გადაზიდვების განახლების მინიმალური ზღვარი არის ის, რომ შავი ზღვის მარშრუტის სადაზღვევო პრემია 3-7.5%-დან 1%-ზე მეტად უნდა შემცირდეს. კალენდარული წლის ბოლოსთვის საუკეთესო სცენარზე გადასვლის ალბათობა 20%-ით არის შეფასებული. საბაზისო სცენარი ნაწილობრივ განახლებას დეკემბერ-იანვარში ვარაუდობს.
მთლიანობაში, ივლისი-სექტემბრის პერიოდში რუსული ხორბლის ექსპორტი, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დაახლოებით 38%-ით შემცირდა. კერძოდ, ანალიტიკურ ცენტრ „რუსაგროტრანსის“ მონაცემებით, რუსეთმა ივლისიდან სექტემბრის პერიოდში, დაახლოებით, 7 მლნ ტონა ხორბალი გაიტანა ექსპორტზე, მაშინ, როცა 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 11.3 მლნ ტონას შეადგენდა. ამდენად, მიწოდების მოცულობა, დაახლოებით, 4.3 მლნ ტონით შემცირდა.

