აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

საფრანგეთის შსს-ს ცნობით, 18 ოქტომბერს აქციაზე 350-ზე მეტი აქტივისტი დააკავეს, მათ შორის 117 პარიზში

საფრანგეთის შსს-ს ცნობით, 18 ოქტომბერს აქციაზე 350-ზე მეტი აქტივისტი დააკავეს, მათ შორის 117 პარიზში.

ამასთან, პოლიციის ცნობით, კვირა საღამოს პარიზის ცენტრში ვანდალიზმისა და ძარცვის არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა, სამართალდამცავებმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით საფრანგეთში დემონსტრაციების დროს 2 400-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. დაპირისპირების დროს დაშავდა სასწრაფო დახმარებისა და პოლიციის ათასამდე თანამშრომელი.

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, ლორან ნუნიესის განცხადებით, პოლიციამ გასულ უქმეებზე ზოგიერთ ქალაქში აქციებზე კონტროლი დაკარგა.

იტვირთბა....