ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“როცა კადრებს ვუყურებდით, გვიჩნდებოდა კითხვა: რა ხდებოდა მათ გონებაში? როგორ შეუძლიათ ფრანგებს, ასე მოექცნენ საფრანგეთს?” – მაკრონმა საპროტესტო აქციების ფონზე ფრანგ ხალხს მიმართა

ყვე­ლა­ნი გან­ვიც­დით ბრაზ­სა და სირ­ცხვილს – აცხა­დებს საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენ­ტი, ემა­ნუ­ელ მაკ­რო­ნი საფ­რან­გეთ­ში საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბის ფონ­ზე ფრან­გი ხალ­ხი­სად­მი მი­მარ­თვა­ში.

  • ემა­ნუ­ელ მაკ­რონ­მა მი­მარ­თვა საფ­რან­გე­თის ქა­ლა­ქებ­ში “მომ­ხდა­რი წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი ძა­ლა­დო­ბის“ გახ­სე­ნე­ბით და­ი­წყო.

„თავ­დას­ხმა გან­ხორ­ცი­ელ­და სა­ჯა­რო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ზე, მა­ღა­ზი­ებ­სა და მუ­ნი­ცი­პა­ლურ შე­ნო­ბებ­ზე, ზო­გი­ერ­თი კი გა­ნად­გურ­და კი­დეც“, – გა­ნა­ცხა­და მაკ­რონ­მა.

მაკ­რო­ნის თქმით, ჩნდე­ბა კი­თხვა, რო­გორ შე­უძ­ლი­ათ ფრან­გებს ასე მო­ექ­ცნენ საფ­რან­გეთს.

“ასო­ბით პო­ლი­ცი­ე­ლი და­შავ­და. რო­დე­საც კად­რებს ვუ­ყუ­რებ­დით, ყვე­ლას გვიჩ­ნდე­ბო­და კი­თხვა: რა ხდე­ბო­და მათ გო­ნე­ბა­ში? რო­გორ შე­უძ­ლი­ათ ფრან­გებს, ასე მო­ექ­ცნენ საფ­რან­გეთს?“, – დას­ძი­ნა მაკ­რონ­მა.

მისი თქმით, არა­ფე­რი ამარ­თლებს არე­უ­ლო­ბებ­სა და მი­ყე­ნე­ბულ ზი­ანს.

“ამა­ღამ ყვე­ლა­ნი გან­ვიც­დით ბრაზ­სა და სირ­ცხვილს. აუ­ტა­ნე­ლია იმის ყუ­რე­ბა, თუ რო­გორ არის დარ­ბე­უ­ლი ჩვე­ნი ქა­ლა­ქე­ბი და მათი ქუ­ჩე­ბი“, – აცხა­დევს ის.

მაკ­რონ­მა ერ­თი­ა­ნო­ბის­კენ მო­წო­დე­ბა გა­აჟ­ღე­რა და მო­ქა­ლა­ქე­ებს „სიმ­შვი­დი­სა და პა­ტი­ვის­ცე­მის­კენ“ მო­უ­წო­და.

კერ­ძოდ , მაკ­რონ­მა თა­ვის მი­მარ­თვა საფ­რან­გე­თის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ზე სა­უბ­რით და­ას­რუ­ლა, რო­მე­ლიც მო­მა­ვა­ლი წლის აპ­რილ­ში გა­ი­მარ­თე­ბა.

მისი თქმით, დე­ბა­ტე­ბი უნდა წა­რი­მარ­თოს „პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ებ­თან გა­მარ­თულ სა­ჯა­რო შეხ­ვედ­რებ­ზე და არა ქუ­ჩა­ში, ძა­ლა­დო­ბის გზით“.

“ეს დე­ბა­ტე­ბი უნდა შედ­გეს სა­ინ­ფორ­მა­ციო სივ­რცე­ში, გა­ზე­თებ­სა და ტე­ლე­ვი­ზი­ებ­ში, მშვი­დო­ბი­ან შეხ­ვედ­რებ­ზე, სა­დაც ადა­მი­ა­ნე­ბი ერ­თმა­ნეთს პა­ტი­ვის­ცე­მით ესა­უბ­რე­ბი­ან და არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არე­უ­ლო­ბა­სა და ქა­ოს­ში“, – გა­ნა­ცხა­და საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენ­ტმა.

მი­სი­ვე თქმით, საფ­რან­გე­თი იმ­სა­ხუ­რებს ღირ­სე­ულ საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებს.

“ეს მარ­თლაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია და პა­სუ­ხის­მგებ­ლი­ან მიდ­გო­მას მო­ი­თხოვს“, – აცხა­დებს ის.

სი­ტყვის და­სას­რულს მან მო­უ­წო­და ხალ­ხს, „სიმ­შვი­დი­სა და ერ­თმა­ნე­თი­სად­მი პა­ტი­ვის­ცე­მის­კენ“ და ფრან­გებს მი­მარ­თა: „ჩვენ უნდა გა­ვერ­თი­ან­დეთ“.

იტვირთბა....