ველოდები, რომ ემანუელ მაკრონი ბოდიშს მოიხდის და აქედან ჯანდაბაში წავა, – ამის შესახებ საფრანგეთის ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერმა, ჯორდან ბარდელამ განაცხადა.
მისივე თქმით, დროა, საფრანგეთის მოქალაქეებმა სწორი პოლიტიკური არჩევანი გააკეთონ.
„ველოდები, რომ ემანუელ მაკრონი ბოდიშს მოიხდის და აქედან ჯანდაბაში წავა. ჩვენ ვიხდით ათწლეულების განმავლობაში გამოვლენილი მოდუნების, ავტორიტეტის დაკარგვისა და შიდა უსაფრთხოების ძალების მორალური და მატერიალური განიარაღების საფასურს. ახლა უნდა გამოვფხიზლდეთ და სწორი პოლიტიკური არჩევანი გავაკეთოთ“, – აღნიშნავს ჯორდან ბარდელა.

