“მან გამომიცხადა უპირობო მხარდაჭერა და განმარტა კიდეც, რატომ. მან თქვა, რომ ერთად საოცარი რამეები გავაკეთეთ”- განაცხადა ისრაელის პრემიერ მინისტრმა. განცხადებაში ნეთანიაჰუმ ტრამპთან თანამშრომლობასა და ირანის ბირთვული პროგრამის განადგურებაზე ისაუბრა.
„ამ საღამოს მინდა მივმართო ისრაელის იმ მოქალაქეებს, რომლებიც ჯერ კიდევ ყოყმანობენ, ვის მისცენ ხმა. გთხოვთ, ყურადღებით მოუსმინოთ იმას, რაც ამ საღამოს პრეზიდენტმა ტრამპმა თქვა.
მან გამომიცხადა უპირობო მხარდაჭერა და განმარტა კიდეც, რატომ. მან თქვა, რომ ერთად საოცარი რამეები გავაკეთეთ – გავანადგურეთ ირანი, გავანადგურეთ ირანული ღერძი, თავიდან ავიცილეთ ჩვენზე ბირთვული ბომბების უშუალო საფრთხე.
მაგრამ კიდევ დარჩა მისია დასასრულებელი და მან თქვა, რომ ეს დასრულება მოხდება მხოლოდ თქვენს ერთგულ მსახურთან ერთად.
მან თქვა: “მე არ შემიძლია ამის გაკეთება სხვასთან ერთად, მაგრამ ჩვენი პარტნიორობა, რომელმაც ასე ბევრი რამ გააკეთა, გაგრძელდება, რათა მომდევნო ორი წლის განმავლობაში, ან შესაძლოა უფრო ადრეც, საბოლოოდ გავანადგუროთ ირანული საფრთხე”.
და მე გეუბნებით თქვენ, ისრაელის მოქალაქეებს: ეს არის ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი ფაქტორი.
ყველა სხვა საკითხი – მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს ეხება ჩვენს არსებობას! ეს არის ჩვენი არსებობა, ისრაელის მარადიულობის გარანტია!
სწორედ ეს დგას სასწორზე ამ არჩევნებში და პრეზიდენტი ტრამპი ამბობს: “მე ამას გავაკეთებ, და ამას გავაკეთებ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამას ორნი ერთად გავაკეთებთ”. ამიტომ გთხოვთ: მოუსმინეთ მას, აწონ-დაწონეთ ეს ყველაფერი და მხარი დამიჭირეთ მე” |- განაცხადა ნეთანიაჰუმ

