აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

სტამბოლში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 4-მდე გაიზარდა – დაკარგულად ითვლება 3 ადამიანი

სტამბოლში მომხდარი კატასტროფული წყალდიდობა ბოლო 80 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური აღმოჩნდა, – ამის შესახებ თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა მუსტაფა ჩიფჩიმ განაცხადა.

„ყველაფერს ვაკეთებთ მოქალაქეების დასახმარებლად, თუმცა, ამავდროულად, 1942 წლის შემდეგ ყველაზე დიდ წყალდიდობასთან გვაქვს საქმე“, – განაცხადა მუსტაფა ჩიფჩიმ იმ ტერიტორიების მონახულებისას, რომლებიც ოთხშაბათს ღამით მოსულმა ძლიერმა წვიმამ ყველაზე მეტად დააზიანა.

წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 4-მდე გაიზარდა, სამი ადამიანი კი დაკარგულად ითვლება.

წყალდიდობის შედეგად ქალაქში დაიტბორა ქუჩები, პარკები, საცხოვრებელი სახლები და კომერციული ობიექტები. წყლის ნაკადმა რამდენიმე ავტომობილიც წაიღო.

სამძებრო-სამაშველო ოპერაციები გრძელდება.

იტვირთბა....