ჟურნალისტ გიორგი სანაიას ვაჟი, სანდრო სანაია „ფეისბუქის“ პირად გვერდზე მამის შესახებ ემოციურ პოსტს აქვეყნებს:
„ძაან უცნაური გრძნობა უნდა იყოს, 26 წლის რომ გავხდები. სულ მცირე ხნით ტოლები ვიქნებით:) მე დავბერდები, ის კი მუდამ ახალგაზრდა დარჩება”, – წერს სანდრო და მამის ფოტოს აქვეყნებს.
შეგახსენებთ, რომ ცნობილი ქართველი ჟურნალისტი გიორგი სანაია 2001 წლის ზაფხულში მოკლეს. ოფიციალური ვერსიით, მკვლელობის მიზეზი პირადი უთანხმოება გახდა, მის მკვლელად ვინმე გრიგოლ ხურცილავა გამოაცხადეს.