ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

სკოლის ჩამონგრევის შედეგად 33 მოსწავლე და პედაგოგი დაიღუპა – ტრაგედია პაკისტანში: სამსართულიანი შენობა მთლიანად ჩამოიშალა, ნანგრევებში მოყოლილებს ამ დრომდე ეძებენ

პა­კის­ტა­ნის ჩრდი­ლო-და­სავ­ლე­თით მდე­ბა­რე ქა­ლაქ პე­შა­ვარ­ში კერ­ძო სკო­ლის სა­ხუ­რა­ვის ჩა­მონ­გრე­ვას სა­ში­ნე­ლი ტრა­გე­დია მოჰ­ყვა. სა­ა­ვად­მყო­ფოს ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბის ცნო­ბით, ნან­გრე­ვებ­ში სულ მცი­რე 33 მოს­წავ­ლე და 1 მას­წავ­ლე­ბე­ლი და­ი­ღუ­პა. ათე­უ­ლო­ბით ბავ­შვი და­შა­ვე­ბუ­ლია, რო­მელ­თა­გან ზო­გის მდგო­მა­რე­ო­ბა კრი­ტი­კუ­ლია.

სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხურ­ში შე­ტყო­ბი­ნე­ბა Dir Colony-ში მდე­ბა­რე კერ­ძო სკო­ლა Al-Khair-იდან ხუთ­შა­ბათს, ად­გი­ლობ­რი­ვი დრო­ით 08:48 სა­ათ­ზე (03:48 GMT), გაკ­ვე­თი­ლე­ბის და­წყე­ბის­თა­ნა­ვე შე­ვი­და. სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის ცნო­ბით, სკო­ლა დრო­ე­ბი­თი კონ­სტრუქ­ცი­ის შე­ნო­ბა­ში ფუნ­ქცი­ო­ნი­რებ­და.

პე­შა­ვა­რის პო­ლი­ცი­ის უფ­როს­მა მიან სა­იდ­მა და­ა­დას­ტუ­რა, რომ ჩა­მო­ინ­გრა სკო­ლის სა­მი­ვე სარ­თუ­ლი. ზედა სარ­თულ­ზე 30-მდე მოს­წავ­ლე იმ­ყო­ფე­ბო­და, სა­შუ­ა­ლო­ზე – 40, ხოლო პირ­ველ სარ­თულ­ზე 45 ბავ­შვი.

პო­ლი­ცი­ის უფ­რო­სის გან­ცხა­დე­ბით, უხა­რის­ხო ფი­ლე­ბით აგე­ბუ­ლი შე­ნო­ბა გა­დატ­ვირ­თუ­ლი იყო და მას­ზე და­კის­რე­ბულ წო­ნას ვერ გა­უძ­ლო.

ად­გი­ლობ­რივ­მა მცხოვ­რებ­ლებ­მა და მე­ზო­ბე­ლი სკო­ლის ინ­გლი­სუ­რი ენის მას­წავ­ლე­ბელ­მა ნან­გრე­ვე­ბი­დან 20-ზე მეტი ბავ­შვის ამოყ­ვა­ნა სა­კუ­თა­რი ძა­ლე­ბით შეძ­ლეს.

“პი­რა­დად გა­მო­ვიყ­ვა­ნე ექ­ვსი ბავ­შვი. უმე­ტე­სო­ბა ცო­ცხა­ლი იყო და ლა­პა­რა­კობ­და, თუმ­ცა მოგ­ვი­ა­ნე­ბით შე­ვი­ტყვეთ, რომ გარ­და­იც­ვალ­ნენ. ირ­გვლივ ბევ­რი სის­ხლი იყო. ერთი ბავ­შვი სა­ში­ნელ ტკი­ვილს უჩი­ო­და, წყალს ითხოვ­და“, – იხ­სე­ნებს ად­გი­ლობ­რი­ვი პე­და­გო­გი.

პე­შა­ვა­რის Lady Reading-ის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში 32 ბავ­შვი­სა და 1 მას­წავ­ლებ­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბა და­ფიქ­სირ­და, ხოლო Naseerullah Khan Babar-ის მე­მო­რი­ა­ლურ ჰოს­პი­ტალ­ში კი­დევ ერთი ბავ­შვი გარ­და­იც­ვა­ლა.

პო­ლი­ცი­ამ სკო­ლის მფლო­ბე­ლი უკვე და­ა­კა­ვა.

იტვირთბა....