პაკისტანის ქალაქ პეშავარში სკოლის სახურავის ჩამონგრევის შედეგად სულ მცირე 34 ადამიანი დაიღუპა, – ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ დაღუპულთა შორის 33 მოსწავლე და ერთი მასწავლებელია.
შემთხვევა კერძო სკოლა „ალ-ხაირში“ მოხდა.
პოლიციის ცნობით, სკოლის მფლობელი დააკავეს.

